რატომ ვირჩევთ რიკოს ლომბარდს?  | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

სალომბარდე სესხი

რატომ ვირჩევთ რიკოს ლომბარდს? 

...

მრავალწლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ “რიკო ექსპრესის” სალომბარდე სესხზე  მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ასევე მრავლდება ჩვენი ერთგული მომხმარებლების რაოდენობაც. კითხვას, თუ რატომ ენდობა მომხმარებელი რიკოს, არაერთი პასუხი მოეძებნება. ამ ბლოგშიც სწორედ ამ მიზეზებზე ვისაუბრებთ.

მყარი ფინანსური მდგომარეობა 

„რიკო ექსპრესის“ ნდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამჭვირვალე, სანდო და სტაბილური ფინანსური მდგომარეობაა. 

რიკო ფინანსურად მდგრადია და კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების ფონზეც კი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. 

სწორედ ამიტომ, ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ რიკოში სესხის აღების შემდეგ არც პროცენტი გაეზრდება და არც ფარული ხარჯები დაეკისრება. 

გამჭვირვალე საქმიანობა

ორგანიზაციული სიმყარეს და ფინანსურ გამჭვირვალობას “რიკო ექსპრესში” განსაკუთრებული ყურადღება ეპყრობა, კომპანია მრავალი წელია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანია „ერნსტ ენდ იანგთან“ (Ernst & Young). გარდა ამისა, “რიკო ექსპრესის: ფინანსური დოკუმენტები ყოველთვიურად ქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და ნებისმიერი პირისთვის ღია და ხელმისაწვდომია. 

თქვენი ნივთი დაზღვეულია

“რიკო ექსპრესში” ჩაბარებული ნივთი დაზღვეულია LLOYD'S-ის საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფში, „რიკო ექსპრესში“ დატოვებული ნივთი ინახება ჩვენს საცავში და არასდროს არ გირავდება სხვა ფინანსურ ორგანიზაციაში.

უცვლელი საპროცენტო განაკვეთი

როგორც წესი, რიკოს ლომბარდს ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. ეს ერთის მხრივ მიმზიდველი შემოთავაზება, ხოლო მეორეს მხრივ კომპანიის კონკურენტული უპირატესობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კონკურენტებისგან განსხვავებით რიკოს ლომბარდი კვლავ ყველაზე დაბალ და უკონკურენტო საპროცენტო განაკვეთს გთავაზობთ:

სალომბარდე სესხი 1.5%-დან (წლიური ეფექტური 19.6%)

მაღალი შეფასება და მოხერხებული გადახდა

უკვე ხსენებული მიზეზების გარდა, რიკოს სალომბარდე სესხი გაცილებით კომფორტული და სარფიანია. პირველ რიგში იმიტომ, რომ რიკოში ოქროს და ვერცხლის შეფასება ყოველთვის ყველაზე მაღალია, არაფერი რომ არ ვთქვათ ბრილიანტის შეფასებაზე, რაც ქართულ ბაზარზე ძალზე იშვიათი სერვისია. 

რიკოში სესხის დაფარვა საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.

ჩვენთან სესხის დაფარვა ყველაზე მარტივია. რიკოს გადახდის სისტემით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ჩვენი ვებ-გვერდით - ricoonline.ge, ასვე რიკო ექსპრესის, თიბისი ფეისა და საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით. სესხის დაფარვა შესაძლებელია საქართველოსა და თიბისი ბანკის ონლაინ და მობაილ ბანკინგის მეშვეობითაც.

სესხი ფარული ხარჯების გარეშე

რიკოს სანდოობას კომპანიის სამართლიანი და კეთილსინდისიერი გადახდის პირობებიც ამყარებს. ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ რიკოში სესხის დაფარვისას არ მოუწევს დამატებითი საკომისიოებისა და საურავების გადახდა. 

    ჩვენი მომხმარებელი იხდის ზუსტად იმდენს, რამდენსაც     დაგეგმავს. 

ჩვენ არ დაგაკისრებთ  გადახდის, გადავადებისა და წინსწრების საკომისიოს. არც SMS მომსახურებაში მოგიწევთ დამატებითი თანხის გადახდა.

დაბოლოს, მომხმარებლის მიერ გამოცხადებული ნდობა მრავალწლიანი შრომის შედეგია. ჩვენ გუნდი ყოველდღე, 24-საათიან რეჟიმში გაწვდით ქვეყანაში ყველაზე სანდო და სტაბილურ მომსახურებას.
 

другие статьи Full archive