დაიბრუნეთ ნივთი გაცილებით მალე! | Rico Credit Skip to main content

სიახლეები

1 November, 2021

დაიბრუნეთ ნივთი გაცილებით მალე!

...

ლომბარდის მომხმარებლებისთვის ძალიან კარგი სიახლე გვაქვს. დღეიდან, „რიკო ექსპრესის“ მთელ რიგ ფილიალებში კუთვნილ ნივთს, გაცილებით მალე დაიბრუნებთ. 

თუ სალომბარდე სესხით გისარგებლიათ, გემახსოვრებათ, რომ ხშირად ნივთის დაბრუნება გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, სესხის უზრუნველყოფის ნივთები ფილიალიდან შორს, კარგად დაცულ საცავში ინახება, ხოლო დასაბრუნებლად ორი ან სამი დღე არის საჭირო. 

თუმცა დღეიდან, თბილისის, რუსთავის, გორის, ხაშურის, კასპის, მარნეულის, თელავის, გურჯაანის, ბორჯომის, ახალციხის და ახალქალაქის ყველა ფილიალში ნივთის დაბრუნება სესხის დაფარვიდან მეორე სამუშაო დღეს იქნება შესაძლებელი!

ნივთის დროულად დაბრუნების გარდა, ტრადიციულად „რიკო ექსპრესი“ გთავაზობთ ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს, 1.5%-დან (წლიური ეფექტური 19.6-დან)! ყოველგვარი დამატებითი საურავებისა და საკომისიოების გარეშე. 

ჩვენთან გადაიხდით ზუსტად იმდენს რამდენსაც დაგეგმავთ. არ დაგეკისრებათ გადავადებისა და გადახდის საკომისიოები. გარდა ამისა ოქროს შეფასება და SMS მომსახურება უფასოა და დამატებით თანხას არ გადაიხდით!
    
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გვესტუმრეთ, მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ. შეგახსენებთ, რომ ოქროს ლომბარდი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს.