5 კითხვა რომელიც სესხის აღებისას უნდა დავსვათ | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

სალომბარდე სესხი

5 კითხვა რომელიც სესხის აღებისას უნდა დავსვათ

...

სესხი ჯანსაღი ფინანსური გარემოს განუყოფელი ნაწილია. აღებული სესხი, როგორც წესი, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, მეტი სარგებლის მიღებისა და დამატებითი დოვლათის შექმნის საშუალებას იძლევა.

პირადი სესხის აღებისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ამ ბლოგშიც სწორედ იმ კითხვებს წარმოგიდგენთ, რომლებიც სესხის აღებისას თქვენთვის საუკეთესო შემოთავაზების პოვნაში დაგეხმარებათ.

1. რამდენი თანხა მჭირდება?

სესხზე ფიქრისას პირველი კითხვა სწორედ ეს არის - რამდენი მჭირდება? 

საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის პასუხს მარტივად იპოვით, ხოლო ისეთი ხარჯებისთვის, როგორიც არის მშენებლობა და რემონტი ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ. 

კითხვაზე პასუხის მიხედვით განსაზღვრავთ სესხის ტიპსაც. მცირე და საშუალო ოდენობის თანხისთვის გამოსავალი ლომბარდი ან სამომხმარებლო სესხი იქნება, დიდი ოდენობის თანხისთვის კი იპოთეკური სესხი დაგჭირდებათ.

ისესხეთ ზუსტად იმდენი, რამდენიც გჭირდებათ. დამატებითი ოდენობა ამავდროულად დამატებითი პასუხისმგებლობაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. 

2. რამდენ ხანში დამიმტკიცდება სესხი?

სესხზე საუბრისას დრო ყველაზე მნიშვნელოვანია! 

როგორც წესი, დიდი ოდენობის თანხის სესხებისას, საკრედიტო ოფიცერი დეტალურად ამოწმებს თქვენს ისტორიას, შემოსავალსა და გადახდის ჩანაწერებს. 

იპოთეკური სესხის დამტკიცებას შესაძლოა კვირები დაჭირდეს, მაშინ როცა სალომბარდე და სამომხმარებლო სესხები რამდენიმე წუთში მტკიცდება.

იმ შემთხვევაში თუ თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ სალომბარდე სესხი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. სესხი რამდენიმე წუთში მტკიცდება, ოქროთი უზრუნველყოფა კი გაცილებით დაბალ პროცენტს და მაღალ სარგებელს გპირდებათ.

3. რამდენია საპროცენტო განაკვეთი? 

საპროცენტო განაკვეთი სესხის ღირებულების მთავარი ქვაკუთხედია. რაც უფრო დაბალია პროცენტი მით ნაკლები თანხის გადახდა უწევს მომხმარებელს.

თუმცა, ხშირად, ფინანსური ორგანიზაციები საპროცენტო განაკვეთით მანიპულირებენ და შედეგად მომხმარებელს დაგეგმილზე მეტი თანხის გადახდა უწევს.

ასე რომ, მანიპულაციისგან თავის დასაზღვევად გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სესხის აღებისას: 

  1. საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ფიქსირებული!
  2. ყოველი შემდეგი გადახდისას პროცენტში გადახდილი თანხის ოდენობა უნდა მცირდებოდეს!

4. რა შეღავათები ახლავს სესხს?

სხვადასხვა ალტერნატივის განხილვისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ფარული ხარჯები და საკომისიოები. შესაძლოა კომპანიამ სესხი დაბალ პროცენტში შემოგთავაზოთ, თუმცა ფარული გადასახადების მეშვეობით გაცილებით მეტი თანხის გადახდა მოგიწიოთ. 

ნებისმიერი ასეთი გადასახადისგან გათავისუფლება ძალზე მნიშვნელოვანი შეღავათია: 
მაგალითად, ჩვენთან არ გადაიხდით:

  • წინსწრების საკომისიოს
  • გადახდის საკომისიოს
  • გადავადების საკომისიოს
  • SMS საკომისიოს

საკომისიოების გარეშე სესხით შესაძლოა 200 ლარზე მეტიც კი დაზოგოთ!

5.  რა დამატებით მომსახურებას მთავაზობს ფინანსური ორგანიზაცია? 

სესხის აღების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დამატებითი მომსახურებებია. კარგად გაეცანით გადახდის საშუალებებს და სესხის გაცემის სხვადასხვა პირობებს. ასეთ დროს შესაძლოა თქვენზე მორგებულ პირობებსაც მიაგნოთ. 

მაგალითად, რიკოში გვაქვს მოხერხებული ლომბარდის კონცეფცია. მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს გადახდის პირობები 1-დან 3 თვემდე ვადაში. 

გვაქვს მოქნილი ლომბარდი, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის დაფარვისას კუთვნილი ნივთის დაბრუნება რიკოს ნებისმიერი ქალაქის ფილიალში არის შესაძლებელი.

другие статьи Full archive