როგორ გადავიხადოთ ჩვენ გემოზე? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

სალომბარდე სესხი

როგორ გადავიხადოთ ჩვენ გემოზე?

...

როგორც წესი, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სესხის დასაფარად ერთთვიან გრაფიკს გვთავაზობენ, რასაც აქვს თავის პლუსებიც და მინუსებიც. ერთი მხრივ, თუ ხელფასი ყოველთვიურად გერიცხებათ, სესხის დაფარვა შეგიძლიათ ჩვეულებრივ ფინანსურ ჩვევად გაიხადოთ და სესხიც კომუნალურებთან ერთად გაისტუმრებთ. თუმცა, თუ თქვენი შემოსავალი მოსავალზე, პროექტებზე ან რაიმე სეზონზეა დამოკიდებული, ორ ან სამ თვეში ერთხელ გადახდა შესაძლოა გაცილებით კომფორტული აღმოჩნდეს. ასეთ დროს „მოხერხებული ლომბარდი“ დაგჭირდებათ და ამ ბლოგშიც სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

რა არის „მოხერხებული ლომბარდი“?

„მოხერხებული ლომბარდი“ არის „რიკო ექსპრესის“ პროდუქტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თავად განსაზღვროთ თუ რამდენ ხანში ერთხელ დაფარავთ სესხის თანხას:

  • თვეში ერთხელ;
  • ორ თვეში ერთხელ;
  • თუ სამ თვეში ერთხელ.

ასე რომ, თქვენ გადაიხდით თანხას მაშინ, როცა მოგეხერხებათ. თავიდან აირიდებთ ჯარიმას და სესხსაც გაცილებით კომფორტულად, ზედმეტი დანახარჯების გარეშე დაფარავთ.

მოქმედებს თუ არა „რიკო ექსპრესის“ უპირატესობები „მოხერხებული ლომბარდით“ სარგებლობისას?

მოგეხსენებათ, „რიკო ექსპრესს“ არაერთი უპირატესობა აქვს. ჩვენთან საპროცენტო განაკვეთი ყოველთვის ფიქსირებულია, გვაქვს ოქროს ვერცხლის და ბრილიანტის უმაღლესი შეფასება და არ გვაქვს ისეთი დამატებითი ხარჯები, როგორიცაა SMS-ის, წინსწრების, გადავადების და გადახდის საკომისიოები. 

ყველა ხსენებული პირობა „მოხერხებული ლომბარდით“ სარგებლობისას აუცილებლად ნარჩუნდება!

„მოხერხებული ლომბარდით სარგებლობისას ასევე ისარგებლებთ „მოქნილი ლომბარდით“, რაც უზრუნველყოფის ნივთის სასურველი ქალაქის სასურველ ფილიალში მიღებას ნიშნავს. 

გარდა ამისა, შეგიძლიათ გახდეთ რიკოს VIP მომხმარებელი - ამ შემთხვევაში ერთზე მეტი ნივთით უზრუნველყოფისას შეგეძლებათ ნივთების ეტაპობრივად გამოტანა.

მაგალითად: სამი ნივთით უზრუნველყოფისას, პირველ ნივთს გაიტანთ მაშინ, როცა მხოლოდ ამ ნივთის ღირებულებას დაფარავთ, მეორე ნივთს ღირებულების დაფარვისას გაიტანთ მეორეს, ხოლო მესამეს სესხის სრულად დაფარვისას დაიბრუნებთ.
 

другие статьи Full archive