როგორ მიაღწია „რიკომ“ 97%-იან ვაქცინაციას? | Rico Credit Skip to main content

სიახლეები

19 ოქტომბერი, 2021

როგორ მიაღწია „რიკომ“ 97%-იან ვაქცინაციას?

...

მიმდინარე წლის აგვისტოდან მოყოლებული, "რიკო ექსპრესმა" ვაქცინირებული თანამშრომლების წახალისების კამპანია,. შედეგად, დღეს ჩვენი გუნდის წევრთა 97% სრულად ვაქცინირებულია. კამპანიის ფარგლებში, თითოეულმა აცრილმა თანამშრომელმა, ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე 600 ლარიანი ბონუსი მიიღო.

BM.GE-სთან ინტევიუში, "რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლეიშვილმა დეტალურად განმარტა კამპანიის პირობები:

“რიკოს“ თანამშრომლების ვაქცინაციის მაჩვენებელი არის 97,7%. სულ 520 ადამიანს ვასაქმებთ. ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველს წერილით, რომ გვსურდა, კომპანიაში აცრები გაგვეხადა სავალდებულო და ხომ არ იქნებოდა ეს კანონდარღვევა. ნინო ლომჯარიას ოფისის პოზიციის საფუძველზე შევიმუშავეთ პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც  ვაქცინაციის საუკეთესო მაჩვენებელზე ავედით.

თავდაპირველად დავიწყეთ ძალიან აქტიური აგიტაცია თანამშრომლებში; ვესაუბრეთ, რომ წლის ბოლოსთვის პრემიები პირდაპირ იქნება მიბმული ვაქცინაციასთან. საბოლოოდ, თანამშრომლებს ორი არჩევანი ჰქონდათ - ან უნდა აცრილიყვნენ და მიეღოთ 600 ლარიანი პრემია ან აცრაზე კატეგორიული უარის შემთხვევაში 72-საათიანი PCR-ტესტი აეღოთ.

სახალხო დამცველის პოზიცია ჩვენთვის იყო სამაგალითო. გარდა ამისა, ყველა გამოჯანმრთელებულ ინფიცირებულს მივეცით 1 000-ლარიანი პრემია. ეს თემა მივიღეთ ძალიან სერიოზულად“.

აღსანიშნავია, რომ პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ვაქცინაციისა და ინფიცირებული თანამშრომლების მხარდაჭერის გარდა, "რიკო ექსპრესმა" მნიშვნელოვნად შეცვალა ოფისების ინფრასტრუქტურა, ფილიალებში დამონტაჟდა გარე სალაროები, რომლებმაც ვირუსის გადადების რისკი მნიშვნელოვნად შეამცირა.

პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, "რიკო ექსპრესი" უწყვეტად განაგრძობს უწყვეტ, 24 საათიან მომსახურებას.

Other news

სრული არქივი