ხშირი კითხვები
იხილეთ პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
ამ გვერდზე იმ კითხვებს ვაგროვებთ, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ჩვენს მომხმარებლებს.
იპოვე პასუხი შენთვის საინტერესო კითხვაზე — დააკლიკე კითხვას პასუხის სანახავად ან გაფილტრე კითხვები თემების მიხედვით:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი:
შპს მონაცემთა დაცვის გუნდი (ს/კ: 402303093)
საკონტაქტო მეილი: dptinfo@proton.me
თამასუქი არის ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას. თამასუქი შეიძლება იყოს გადასაპირებელი (ტრატა) და მარტივი (ხოლო თამასუქი). გადასაპირებელი თამასუქით თამასუქის გამცემი ავალებს სხვა პირს გადაუხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა თამასუქში მითითებულ პირს. მარტივი თამასუქით მისი გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა.
უფრო ვრცლად, იხილიეთ საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“.
იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც გასცემს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, მათ შორის, ბანკი. იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
იპოთეკის რეგისტრაციისას დიდი მნიშვნელობა აქვს რიგითობას.
პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნა უპირატესია ყველა მომდევნო იპოთეკარის მოთხოვნაზე.
იპოთეკური სესხის გასაცემად და შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ, ჰყავს თუ არა გარდამავალი უფლებით დასატვირთ ქონებას სხვა რიგის იპოთეკარი. ამისათვის:
- მიმართეთ საჯარო რეესტრს;
- მოითხოვეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
- თავადვე განაახლეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი და დაიზღვიეთ თავი შესაძლო გართულებებისაგან;
- თუ საჯარო რეესტრის ამონაწერს წარმოგიდგენთ ქონების მფლობელი, ყურადღება მიაქციეთ მისი გაცემის თარიღს;
- თავადვე გადაამოწმეთ იპოთეკით დასატვირთი ქონება. დარწმუნდით, ნამდვილად შეესაბამება თუ არა მესაკუთრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
თუ გაეცით იპოთეკური სესხი და გააფორმეთ შესაბამისი ხელშეკრულება, ხოლო ქონებას, რომელიც გარდამავალი უფლებით დაიტვირთა, ჰყავდა წინა რიგის 2 იპოთეკარი, ამასთან, თუ მოვალე ვალის დაბრუნებას თავს აარიდებს და სააღსრულებო ბიუროს ვალის ამოღების მიზნით მიმართავს მეორე რიგის იპოთეკარი, თქვენ შეიძლება დაკარგოთ უფლება იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე და ვალის დაბრუნების შანსი.
მიკოროსაფინანსო ორგანიზაცია არის ფინანსური დაწესებულებია, რომელიც ბანკებისგან განსხვავებით სარგებლობს მსუბუქი ზედამხდველობის რეჟიმით, რაც შედარებით მცირე და მოკლევადიანი სესხების სწრაფად და ეფექტურად გაცემის საშუალებას იძლევა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით.
იურიდიული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად და შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად, რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკში, რომელიც ამოწმებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შესაბამისი რეგულაციებისა და მოთხოვნების შესრულებას.
უფრო ვრცლად, იხილიეთ საქართველოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ.
რიკო კრედიტში არსებულ სესხებზე გადახდების განხორციელების დროს აუცილებელია იცოდეთ შემდეგი ღილაკების მნიშვნელობა:
- პროცენტის გადახდა-გადავადება
- სესხის შემცირება
- სესხის სრულად დაფარვა
პროცენტის გადახდა-გადავადება
ღილაკის „პროცენტის გადახდა გადავადება“ არჩევის შემთხვევაში, ფეი აპარატის მეშვეობით გადაიხდება სესხზე დარიცხული პროცენტის თანხა და სესხი გადავადდება კონტრაქტში გათვალისწინებული პერიოდით, ზედემტობით შეტანილი თანხით შემცირდება სესხის ძირითადი თანხა.
სესხის შემცირება
ღილაკის „სესხის შემცირება“ არჩევის შემთხვეაში, ფეი აპარატის მეშვებოით შემცირდება სესხის ძირითადი თანხა.
სესხის სრულად დაფარვა:
ღილაკის „სესხის სრულად დაფარვა“ არჩევის შემთხვევაში ფეი აპარატის მეშვეობით სრულად დაიფარება მიმდინარე სესხი. ერთჯერადად ჩასარიცხი თანხის მაქსიმალური ოდენობა არის 1499.00 ლარი,იმ შმეთხვევაში თუ სესხის თანხა აღემატება 1499.00 ლარს, გთხოვთ ისარგებლოთ ღილაკით „სესხის შემცირება“
სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისას, არსებული ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, თანხის გადახდისას აპარატი ხურდას არ აბრუნებს, ხურდის დასაბრუნებლად მიმართეთ ჩვენს სალაროებს
დააფიქსირე შენი პრეტენზია ნებისმიერ საკითხზე- შეავსე განაცხადი
ვერ იპოვე პასუხი შენს კითხვაზე? — არ არის პრობლემა, დაგვიკავშირდი.