„რიკო ექსპრესში“ გარე სალაროების დამონტაჟება გრძელდება! ამჟამად გარე სალაროები ორგანიზაციის ხაშურის ფილიალში დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ სალაროები ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის და საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ნებისმიერი მომსახურება დახურულ სივრცეში შესვლის გარეშე.
მოგახსენებთ, რომ გარე სალაროების დამონტაჟება „რიკო ექსპრესმა“ ივლისის თვეში დაიწყო, რისთვისაც 500 000-ზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელდა. ამ გზით კომპანია ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს ვირუსის გავრცელების რისკი და ინფიცირებისგან დაიცვას როგორც მომხმარებლები, ასევე თანამშრომლები.
„რიკო ექსპრესი“ ბოდიშს გიხდით სერვისის ღია სივრცეში გადმოტანასთან დაკავშირებული დისკომფორტისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს ქვეყანას მშვიდობა მალე დაუბრუნდება.
„რიკო ექსპრესისთვის“ მომხმარებლისა და თანამშრომლების უსაფრთხოება უპირველესი პრიორიტეტია და ნებისმიერ სხვა ინტერესზე მაღლა დგას.
თამასუქის სრული თანხის გატანა 3 თვეშია შესაძლებელი. აქვე გაცნობებთ, რომ ოქროს თამასუქის მომხმარებელს საპროცენტო სარგებელის მიღება
სრულად„ოქროს თამასუქს“ ახალი პირობები აქვს! მიმდინარე წლიდან „რიკო ექსპრესი“ იწყებს ექვსთვიანი დახურული თამასუქის გაყიდვას. პრინციპი მარ
სრულადჩვენი 27 წლიანი გამოცდილება თქვენი წარმატების გარანტიაა. დააბანდეთ თანხა უსაფრთხოდ და სარფიანად სარგებელი 1 წლიანი (3 თვის ვადით)
სრულად