ვალუტის გაცვლა ყოველთვის აქტუალური საკითხია. არ აქვს მნიშვნელობა
ყიდულობთ თუ ყიდით ვალუტას, საუკეთესო კურსით გადახურდავება
ყოველთვის მომგებიანია.
ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ რიკოს ყოველთვის ყველაზე კარგი სავალუტო შემოთავაზებები აქვს, რის უკანაც მრავალწლიანი გამოცდილება, და რიკოს მაღალპროფესიული გუნდი დგას.
რიკო ექსპრესის კურსი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია ხელმისაწვდომი. ქალაქების ჩამონათვალი ნამდვილად გრძელია: თბილისი,
ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, სენაკი, სამტრედია, წყალტუბო, ჭიათურა, ზესტაფონი, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ხაშური, გორი, ბოლნისი, მარნეული, რუსთავი, კასპი, გურჯაანი და თელავი.
ფილიალების ზუსტი მისამართისთვის ეწვიეთ ჩვენი საიტის ფილიალების გვერდს.
კითხვაზე, თუ სად გადავახურდავოთ დოლარი ან ევრო პასუხი ყოველთვის „რიკო ექსპრესია“. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ რიკოში ასევე შესაძლებელია ისრაელური შეკელის, ბრიტანული ფუნტ-სტერლინგის, რუსული რუბლის, თურქული ლირას, შვეიცარიული ფრანკის, კანადური დოლარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამის სომხური დრამისა და აზერბაიჯანული მანათის ყიდვა-გაყიდვაც.
„რიკო ექსპრესის“ ვალუტის კურსის ნახვა ამ ვებგვერდის მთავარ გვერდზეა შესაძლებელი. საიტზე განთავსებული ინფორმაცია უზუსტესი სისწრაფით ახლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც საიტზე ნახავთ ჩვენს ფილიალებშიც ზუსტად ის კურსია.
„რიკო ექსპრესი“ ფულადი გზავნილების გარდა გთავაზობთ სალომბარდე სესხისა და ფულადი გზავნილების მომსახურებას. ფულადი გზავნილები თუ თანხას უცხოეთიდან იღებთ ან აგზავნით, რიკოს ვალუტის კურსი და ფულადი გზავნილები საუკეთესო კომბინაციაა. თქვენ უკვე იცით, თუ სად შეიძლება შევიძინოთ ან გავყიდოთ უცხოური ვალუტა ყველაზე სარფიან ფასად.
ფულადი გზავნილების შემთხვევაში სარფიან კურსს ემატება თანხის გაგზავნის ყველაზე მოხერხებული და იაფი საშუალება. რიკოს მეშვეობით საზღვარგარეთ ფულის გაგზავნა ყველაზე იაფია „რიკო ექსპრესიდან“ საზღვარგარეთ თანხის გაგზავნა და მიღება შესაძლებელია როგორც „რიკო ექსპრესის“ უნიკალური პროდუქტის „რიკოგრამის“, ასევე სხვა საერთაშორისო გადარიცხვის სისტემების გამოყენებით.
„რიკო ექსპრესში“ ხელმისაწვდომია: MoneyGram-ის, Zolotaya Korona-ას Western Union-ის, Unistream-ის, Ria-ს, Contact-ის, Welsend-ის, PrivatMoney-ისა და Sigue-ის სისტემების მეშვეობით.
კიდევ ერთი სერვისი, რომელსაც „რიკო ექსპრესი“ გთავაზობთ, ეს არის ოქროს ვერცხლის და ბრილიანტის ლომბარდი. აღსანიშნავია, რომ სხვა
ორგანიზაციებისგან განსხვავები რიკოს ლომბარდი გთავაზობთ ოქროს და ვერცხლისა და ბრილიანტის ყველაზე მაღალ შეფასებას.
სალომბარდე სესხი ყველაზე დაბალ 1.5%-ად, ეფექტურ 19.6%-ად გაიცემა .
რაც მთავარია, რიკოში არ გადაიხდით ისეთ ფარულ ხარჯებს, როგორიცა: წინსწრების, გადავადების, გადახდისა და SMS საკომისიოებს.
რიკოში ფულის დახურდავება კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში არის შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, რომ 24 საათიანი მომსახურება რიკოს ყველა ქალაქის ყველა ფილიალში მოქმედებს.