როგორ გაიცემოდა სესხები ანტიკურ ხანაში? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

ისტორია

როგორ გაიცემოდა სესხები ანტიკურ ხანაში?

...

ფულის სესხება-გასესხება კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ბუნებრიცივია უცნობია თუ ვინ და როდის გასცა პირველი სესხი, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ ძველი წელთაღრიცხვით მე-5 ათასწლეულში რიკო ექსპრესის შუმერელი, ბაბილონელი, და ინდოელი კოლეგები ადგილობრივი ფერმერებისთვის სხვადასხვა სახის სესხებს იძლეოდნენ.

ისტორიკოსების ვარაუდით, შუამდინარეთში დამწერლობის განვითარება ფინანსურ სწორედ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, ისიც ცნობილია, რომ შუმერები კარგად ფლობდნენ არითმეტიკას, გეომეტრიასა და ალგებრაც, რაც სრულიად საკმარისი იყო ანტიკური ფინანსური სექტორის ასამუშავებლად. უფრო მეტიც, ისტორიული წყაროების მიხედვით შუმერულ „მიკროსაფინანსოებს“ 1/60 იანი თვიური საპროცენტო განაკვეთი ჰქონდათ.

საფინანსო კულტურა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწებოდა. ძველი წელთაღრიცხვით მე-2 ათასწლეულში ბაბილონში მევალისა და მოვალის ურთერთობა უკვე იურიდიული საფუძველი გაუჩნდა. ჰამურაბის კანონები არის მსოფლიოს ყველაზე ძველი იურიდიული ტექსტი, რომელის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ფინანსურ საკითხებს ეთმობა. როგორც ცნობილია, კანონთა კრებული არეგულირებდა ისეთ დეტალებს, როგორიცაა სესხის უზრუნველყოფა და გადახდის პირობები, ის ასევე ადგენდა მომხმარებლის დაცვის გარანტიებს. ბაბილონური სამართლის მიხედვით, თუ მიწათმფლობელს მოსავალს სტიქიური უბედურება დაუზიანებდა, მსესხებელი სესხის გადახდისგან თავისუფლდებოდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოსავალს თავისი „უნიათობის“ და სიზარმაცის გამო ვერ მიიღებდა, ბუნებრივია სესხის გადასახადი კვლავ ძალაში რჩებოდა.

დროთა განმავლობაში საფინანსო ორგანოები არაერთ ქვეყნაში გამოჩნდა. შუამდინარეთის გარდა უძველესი ბანკები ჩინეთში, მცირე აზიაში, ეგვიპტესა და საბერძნეთშიც განვითარდა. საინტერესოა, რომ ანტიკურ პერიოდში მთავარ საფინანსო დაწესებულებას რელიგიური ტაძრები წარმოადგენდა, რომლებიც, ერთის მხრივ, გასცემდა სესხებს, ხოლო მეორეს მხრივ, გამოიყენებოდა საჯარო და პირად დეპოზიტების შესანახად.

მაგალითად ძველი წელთაღრიხვით მე-7 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეპოზიტარი ეფესოს არტემიდას ტაძარი გახლდათ. როგორც ცნობილია, არტემიდას ტაძარი სხვადასხვა დროს არისტოტელეს, პლუტარქეს და სტრაბონის დეპოზიტებსაც ინახავდა. პარალელურად კი ძველ ეგვიპტეში შეიმუშავეს საბანკო ქსელის კონცეფია. არქეოლოგიური მასალით დასტურდება, რომ ეგვიპტური ქსელის მთავარი „ფილიალი“ ალექსანდრიაში იყო, სადაც ქვეყანაში გაცემული ყველა კრედიტის ინფორმაცია წერილობითი სახით ინახებოდა. ზოგიერთი ისტორიკოსი იმასაც ვარაუდობს, რომ ძველ ეგვიპტეში სახელმწიფო ბანკთან ერთად კერძო ბანკებიც არსებობდა.

სხვა სტატიები სრული არქივი