უკვე 20 წელია, რიკო ექსპრესი საფინანსო ბაზრის წამყვანი მოთამაშეა, რაც მომხმარებლების ლოიალობით და ნდობით გამოიხატება. რიკო ექსპრესის სალომბარდე სესხი კი ქვეყანაში ყველაზე მოხერხებული და სარფიან პირობებით გამოირჩევა. ამ ბლოგში სწორედ ამ პირობებზე ვისაუბრებთ:
1. უცვლელი საპროცენტო განაკვეთი
ხშირად ფინანსური ორგანიზაციები საპროცენტო განაკვეთს დროებით ამცირებენ, ასეთ დროს მომხმარებელი მოკლე პერიოდის განმავლობაში სარგებლობენ შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით, აქციის გასვლის შემდეგ კი გაცილებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი ეკისრებათ.
ჩვენთან 1.5 პროცენტი ყოველთვის 1.5 პროცენტია!
რიკოში გადაიხდით იმდენს, რამდენსაც დაგეგმავთ, საპროცენტო განაკვეთი კი იქნება ყოველთვის ფიქსირებული.
მაგალითად: თუ თქვენ აიღეთ სესხი 1000 ლარის ოდენობით და დაფარეთ 500 ლარამდე - გადასახდელი პროცენტი იქნება 500 ის 1.5% და არა 1000-ის 1.5%.
ხშირად სხვა ფინანსური ორგანიზაციები არ ითვალისწინებენ ძირის დაფარვას რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული გადახდისას მომხმარებელი თავდაპირველად აღებული თანხის პროცენტს იხდის. ასეთ შემთხვევაში სესხის დასაფარად გაცილებით მეტი თანხა არის საჭირო.
2. სესხი ფარული ხარჯების გარეშე
ჩვენი მომხმარებლები იხდიან ზუსტად იმდენს, რამდენსაც დაგეგმავსთ - ჩვენ არ გვაქვს არანაირი საწევრო ან რაიმე სხვა ფარული გადასახადი. მაშინ, როდესაც სხვებთან გადახდის საკომისიო 2 ლარია, ჩვენთან 0%-ია.
არანაირი ფარული ხარჯები - რიკოში გადაიხდით მხოლოდ ძირს და პროცენტს
ამასთან, ჩვენთან არ SMS მომსახურება და ოქროს შემოწმება უფასოა და დამატებით ხარჯებთან არ არის დაკავშირებული.
3. უჯარიმო ლომბარდი
ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ უჯარიმო ლომბარდით, რაც თანხის დაგვიანებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აგარიდებთ. თუ თქვენი ანაზღაურება არ არის ყოველთვიური, დამოკიდებული ხართ შეკვეთებზე ან ხელფასები აგვიანებს, თანხის გადახდის გადაცილებაზე შეგიძლიათ აღარ იდარდოთ - ჩვენ შევიმუშავეთ უჯარიმო ლომბარდის კონცეფცია, ასე რომ, ერთიდან სამ თვემდე გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა არ დაგეკისრებათ. უჯარიმო ლომბარდის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძიათ იხილოთ ჩვენს ბლოგზე.
4. მოხერხებული ლომბარდი
რიკო ექსპრესი საშუალებას გაძლებთ უზრუნველყოფის ნივთი დაიბრუნოთ რიკოს ნებისმიერ ფილიალში. მაგალითად თუ სესხი აიღეთ ბათუმში, ჩაბარებული ნივთი შეგიძლიათ მიიღოთ ქუთაისში, სენაკში ჩაბარებული - თბილისში და ასე შემდეგ...
5. მოხერხებული გრაფიკი
როგორც წესი, რიკო ექსპრესი ფილიალები მუშაობს ყოველდღე, 24-საათიანი რეჟიმით! რაც ძალზე აადვვილებს ნებისმიერი მომსახურების მიღებას.
6. სესხის დაფარვა დისტანციურად
ჩვენთან სესხის დაფარვა ძალზე მარტივი და მოსახერხებელია. თანხის დაფარვა შეგიძლიათ როგორც რიკო ექსპრესის ფილიალებში, ასევე ჩვენს ვებგვერდის, თიბისის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების და ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით.
ასე რომ, თუ სხვები ჩვენზე დაბალ პროცენტს გთავაზობენ, კარგად გამოიკვლიეთ ფარული ხარჯების და დამატებითი გადასახადების შესახებ და დარწმუნდებით, რომ ჩვენ ქვეყანაში საუკეთესო პირობებს მხოლოდ ჩვენ გთავაზობთ.