სალომბარდე სესხი | Rico Credit Skip to main content

სალომბარდე სესხი

ლომბარდი რიკო ექსპრესში

რიკო სტანდარტი

„რიკო ექსპრესი“ ფინანსური სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა, რომლის სალომბარდე სესხიც მომხმარებელზე ორიენტირებული და სარფიანი შემოთავაზებებით გამოირჩევა. ამ გვერდზე გაიგებთ თუ რას გთავაზობთ „რიკო ექსპრესი“ რითი გამოირჩევა რიკოს სალომბარდე პირობებს სხვა ლომბარდებისგან. 

1.    ლომბარდი ფარული ხარჯების გარეშე

„სესხი ფარული ხარჯების გარეშე“ „რიკო ექსპრესის“ მთავარი ლოზუნგია - რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი იხდის ზუსტად იმდენს, რამდენსაც დაგეგმავს - რიკოში ლომბარდით სარგებლობისას მომხარებელი არ იხდის არც SMS საკომისიოს და არც გადავადებისა და გადახდის საკომისიოს, რაც საბანკო და მიკროსაფინანსო სფეროში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. 

სესხის დაფარვისას გადაიხდით მხოლოდ ძირს და პროცენტს, „რიკო ექსპრესში“ საკომისიოს აპარატში თანხის შეტანისასაც კი არ გადაიხდით!

2.    ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი

რიკოში საპროცენტო განაკვეთი მუდამ ფიქსირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი შემდეგი გადახდისას პროცენტი უცვლელი რჩება. ძირის დაფარვასთან ერთად კი, პროცენტის სახით უფრო და უფრო ნაკლებ თანხას გადაიხდით. 

ნუ გაგიკვირდებათ თუ სხვა კომპანიები პორტირებას და უფრო დაბალ საპროცენტო სარგებელს შემოგთავაზებენ - როგორც წესი ასეთ დროს კომპანებს აქვთ ერთგვარი „ფასდაკლების აქციები“რაც იმას ნიშნავს, რომ თავიანთ ბუმბერაზ საპროცენტო განაკვეთს დროებით დაბლა წევენ, აცხადებენ - ჩვენთან საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალიაო, თუმცა 1-2 თვეში აქცია მთავრდება და ისევ მაღალი საპროცენტო განაკვეთს აბრუნებენ.

ჩვენთან ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 1.5%-ია, (წლიური ეფექტური 19.6%) რომელიც მუდამ ფიქსირებულია და არასდროს იცვლება!

3.    ნივთის საუკეთესო შეფასება

„რიკო ექსპრესში“ თქვენი ნივთი ყველაზე სარფიანად შეფასდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტრადიციულად „რიკო ექსპრესს“ ოქროს ვერცხლის და ბრილიანტის ყველაზე მაღალი შეფასებას გთავაზობთ. ხოლო ოქროსთან და ვერცხლთან ერთად, „რიკო ექსპრესში“ შესაძლებელია ბრილიანტის შეფასებაც, რაც სალობარდე ბაზარზე იშვიათობაა.

4.    მოხერხებული ლომბარდი

„რიკო ექსპრესის“ „მოხერხებული ლომბარდი“ საშუალებას გაძლევთ თქვენ თვითონ განსაზღვროთ გადახდის პირობები. „მოხერხებული ლომბარდით“ სარგებლობისას თავად აირჩევთ თუ რა სიხშირით დაფაროთ სესხი - თვეში ერთხელ, ორთვეში ერთხელ თუ სამთვეში ერთხელ. 

5.    მოქნილი ლომბარდი

რიკოს ლომბარდი პირდაპირი გაგებით არის მოქნილი - თუ სესხი სახლიდან შორს, სხვა ქალაქში აიღეთ, სადარდებელი არაფერი გაქვთ - რიკო ექსპრესი სესხის დაფარვისას კუთვნილ ნივთს საქართველოს მასშტაბით სასურველ ფილიალში ჩამოგიტანთ.

6.    მოხერხებული გადახდა

ჩვენთან სესხის დაფარვა ყველაზე მარტივია. რიკოს გადახდის სისტემით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ჩვენი ვებ-გვერდით - ricoonline.ge, ასვე რიკო ექსპრესის, თიბისი ფეისა და საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით. სესხის დაფარვა შესაძლებელია საქართველოსა და თიბისი ბანკის ონლაინ და მობაილ ბანკინგის მეშვეობითაც.

7.   24-საათანი მომსახურება

„რიკო ექსპრესის“ ფილიალები მუშაობს ყოველდღე 24/7-ზე რეშიმში.

მაშ ასე, თუ სესხის აღებას გადაწყვეტთ უკვე იცით თუ სად არის ლომბარდის ყველაზე სარფიანი შემოთავაზებები, მაგრა მაინც, მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი რჩევები, რომლებიც სალომბარდე სესხის აღებისას აუცილებლად უნდა იცოდეთ.

გამოთვალე წინასწარ

გაიგე პირობები ჩვენი კალკულატორებით

ვალუტის კურსები

გადაახურდავე საუკეთესო პირობით
ყიდვა გაყიდვა
USD 2.7350 2.7500
EUR 2.8620 2.8820
RUR 0.0214 0.0264
ILS 0.6120 0.7520
GBP 3.4090 3.4490
TRY 0.0770 0.0810
CHF 3.0570 3.0970
CAD 1.8380 1.9580
AED 0.6370 0.7570
AMD 0.0057 0.0077
AZN 1.3780 1.6380

დამიკონვერტირე