რას ნიშნავს დაზღვევა სესხის აღებისას? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

სალომბარდე სესხი

რას ნიშნავს დაზღვევა სესხის აღებისას?

...

სესხის აღებისას ძალზე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რამდენად დაცულია თქვენი სესხი და საგარანტიო ნივთი.

ნებისმიერი მომხმარებლის ინტერესშია, რომ სესხის პირობები არ შეიცვალოს, ხოლო კუთვნილი ნივთი საღ-სალამათი დაგვიბრუნდეს. ამ ბლოგში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვიცავთ უზრუნველყოფის ნივთს „რიკო ექსპრესში“ და დარწმუნდებით, რომ სად, თუ არა რიკოში, თქვენი ნივთი ყოველთვის ყველაზე უსაფრთხოდ იქნება.

უზრუნველყოფის ნივთის დაზღვევა

მოდი პირდაპირი რისკებით დავიწყოთ. ომმა, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, ორგანიზებულმა დანაშაულმა თუ ნებისმიერმა სხვა გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შესაძლოა პირდაპირი ზიანი მიაყენოს ნებისმიერ ნივთს.

ასეთ დროს, კომპანიისა და მომხმარებლების ზარალი შესაძლოა მილიონობით ლარს აღემატებოდეს. სწორედ ამ რისკების შესამსუბუქებლად, რიკო ექსპრესი LLOYD'S-ის საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფთან თანამშრომლობს.

თანამშრომლობის ფარგლები ბუნებრივია მოიაზრებს ნებისმიერი იმ ნივთის დაზღვევასაც, რომელიც რიკო ექსპრესში სესხის უზრუნველსაყოფად არის განთავსებული.

ეს იმას ნიშნავს, რომ რიკოში ნებისმიერი უზრუნველყოფის ნივთი სრულიად დაზღვეულია ზემოთხსენებული ნებისმიერი გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან.

ფინანსური სტაბილურობა

ალბათ გაგიგიათ ისეთი შემთხვევები, როცა ფინანსური ორგანიზაცია წყვეტს ფუნქციონირებას, ან რაიმე სხვა მიზეზით კუთვნილ ვალდებულებებს სხვა ორგანიზაციაზე ყიდის. ასეთ დროს შესაძლოა სესხის პირობები მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ეს კი არცერთი მომხმარებლის ინტერესში არ შედის.

ასეთი რისკისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება ორგანიზაციის ფინანსური სტაბილურობაა. რიკო ექსპრესი 1997 წლიდან  სტაბილურად უმკლავდება ნებისმიერ ფინანსურ კრიზისსა თუ გამოწვევას.

ამას გარდა, 2015 წლიდან „რიკო ექსპრესი“ თანამშრომლობს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიასთან - „ერსთ ენდ იანგთან“ (Ernst & Young), რაც დამატებით ზრდის ორგანიზაციის სანდოობას და სტაბილურობას, „რიკო ექსპრესის“ ფინანსური დოკუმენტები კი ყოველთვიურად ქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე. შესაბამისად, „რიკო ექსპრესი“ არის გამჭვირვალე, სანდო და სტაბილური ორგანიზაცია.

სალომბარდე სესხი

როდესაც უზრუნველყოფის ნივთზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს თავად სესხის პირობები. ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის კარგად არის ცნობილი, რომ რიკოს ყველაზე სტაბილური და სარფიანი სალომბარდე პირობები აქვს. 

ჩვენი სესხით სარგებლობისას, არც  საპროცენტო განაკვეთი გაგეზრდებათ და არც ფარული ხარჯები დაგეკისრებათ. 

ჩვენთან არ გადაიხდით წინსწრების, გადავადების, გადახდისა და SMS საკომისიოებს. თანხის გადახდა და ნივთის დაბრუნება კი ყველაზე მოხერხებული პირობებით შეგეძლებათ.

Other articles Full archive