ალბათ დამეთანხმებით, რომ საპროცენტო განაკვეთის ნებისმიერი ცვლილება პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეზე. სწორედ ამიტომ, დაბალ, სტაბილურ და უცვლელ საპროცენტო განაკვეთს ყოველთვის მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.
დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს საპროცენტო განაკვეთის ზრდა, და როგორ ინარჩუნებს რიკო ექსპრესი ყოველთვის ყველაზე დაბალ, ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს.
ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რიკოსთვის სტაბილური და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ბაზარზე ჩვენი ნიშაც სწორედ ეს არის. რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან ერთად, არაერთი ფინანსური ორგანიზაცია იძულებული გახდა გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთიც გაეზარდა. თუმცა, მათ შორის, რიკო ექსპრესი ნამდვილად არ არის და ამას ერთი ძალიან მარტივი მიზეზი აქვს:
დღეს, რიკო ექსპრესი ქართული მიკროსაფინანსო ბაზრის წამყვანი კომპანიაა. ჩვენი მყარი ფინანსური მდგომარეობა კი, საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად შევუწყოთ ჩვენს მომხმარებელს ხელი.
მრავალწლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი ასეთი ცვლილებებისას, ბაზარზე კონკურენცია განსაკუთრებით იზრდება. ამის ერთ-ერთი ნიშანი, პორტირებებისა და საპროცენტო განაკვეთის „ფასდაკლებების“ გახშირებაა.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ სხვა კომპანიები მათთან გადასვლას და უფრო დაბალ საპროცენტო სარგებელს შემოგთავაზებენ - ამ დროს, მათ ერთგვარი „ფასდაკლების აქციები“ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიანთ ბუმბერაზ საპროცენტო განაკვეთს დროებით დაბლა დაწევენ, ხოლო პორტირებიდან 2-3 თვის შემდეგ კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდებიან. შედეგად კი, პორტირებულ მომხმარებელს გაცილებით მეტი თანხის დაფარვა უწევს.
კიდევ ერთი ხრიკი, რაც ხშირად მომხმარებელს აბნევს, ფარული ხარჯებია. შესაძლოა სხვა კომპანიამ ნომინალურად შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი შემოგთავაზოთ, თუმცა თანხის პირველივე დაფარვისას, სრულიად გაუთვალისწინებელი ხარჯები აღმოაჩინოთ.
მაგალითად SMS-საკომისიო ან შეტანის საკომისიო. რაც, ერთი შეხედვით 2 ან 3 ლარია, თუმცა საერთო ჯამში გადახდილმა თანხამ 100 ლარსაც შეიძლება გადააჭარბოს.
იგივეს თქმა შეიძლება წინსწრების და გადავადების საკომისიოებზეც. ჩვენთან არც ერთი ასეთი ხარჯის გადახდა არ მოგიწევთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ყოველთვის გადაიხდით ზუსტად იმდენს, რამდენსაც დაგეგმავთ.
საბოლოო ჯამში, მყარი ფინანსური მდგომარეობა და მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაზე მყარი, სტაბილური მომსახურება. სწორედ ამიტომ, ჩვენთან საპროცენტო განაკვეთი ყოველთვის ფიქსირებულია და არასდროს იზრდება.