როგორ გადავიხადოთ სესხი ორ თვეში ან სამ თვეში ერთხელ? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

სალომბარდე სესხი

როგორ გადავიხადოთ სესხი ორ თვეში ან სამ თვეში ერთხელ?

...

სესხის დაფარვისას მოხერხებულ გრაფიკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, ნებისმიერი სესხის დაფარვისას, იქნება ეს სალომბარდო სესხი, იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, ბიზნეს სესხი თუ ნებისმიერი სხვა, თანხა ყოველთვიურად ერთ კონკრეტულ რიცხვში იხდება.

თუ თქვენი შემოსავალი სტაბილურია, ასეთი გადახდის ორგანიზება ძალზე მარტივია, თუმცა არის შემთხვევები, როცა მკაცრად დადგენილი რიცხვები დამატებით თავის ტკივილს წარმოადგენს.

მაგალითად, რა ხდება მაშინ, როცა ხელფასები აგვიანებს ან მაგალითად მაშინ, როცა შეკვეთებზე მუშაობთ და თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით დროებით კლიენტების რაოდენობა შემცირდა. ბუნებრივია ასეთი გარემოებები სესხის დაფარვისგან ვერ გაგათავისუფლებთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გადახდიდან გადახდამდე გაცილებით მეტი დრო გექნებათ, დასაფარ თანხას უფრო მარტივადაც შეაგროვებთ და დაგვიანებული შემოსავლის რისკიც მნიშვნელოვნად შემცირდება.

სწორედ ამიტომ შეიქმნა „მოხერხებული ლომბარდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თავად დაგეგმოთ გადახდის პირობები და მაქსიმალურად აირიდოთ დაჯარიმება.

მოხერხებული ლომბარდის პირობები

სტანდარტული სალომბარდე სესხისგან განსხვავებით, რიკო ექსპრესის მოხერხებული ლომბარდი საშუალებას გაძლევთ თავად აიღჩიოთ სესხის დაფარვის პირობები:

  • თვეში ერთხელ;
  • ორთვეში ერთხელ;
  • სამთვეში ერთხელ.

„სესხი ფარული ხარჯების გარეშე“ რიკო ექსპრესის მთავარი სლოგანია

მოხერხებული ლომბარდით სარგებლობისას თქვენ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რამდენსაც დაგეგმავთ. რიკოში ლომბარდით სარგებლობისას მომხარებელი არ იხდის არც SMS საკომისიოს და არც გადავადებისა და გადახდის საკომისიოს, რაც საბანკო და მიკროსაფინანსო სფეროში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ სესხი სახლიდან შორს, სხვა ქალაქში აიღეთ, რიკო ექსპრესი სესხის დაფარვისას კუთვნილ ნივთს საქართველოს მასშტაბით სასურველ ფილიალში ჩამოგიტანთ.

ოქროს ვერცხლის და ბრილიანტის უმაღლესი შეფასება

ყველა სხვა უპირატესობასთან ერთად, რიკო ექსპრესი გთავაზობთ ოქროს, ვერცხლის და ბრილიანტის ნივთების ყველაზე მაღალ შეფასებას. რიკოში თქვენი ნივთით გაცილებით მეტ თანხას მიიღებთ.

აღსანიშნავია, რომ ვერცხლის და ბრილიანტის ლომბარდი ქართულ ბაზარზე ძალზე იშვიათი მომსახურებაა. სხვაგან კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო შესაძლოა ბრილიანტის შეფასებაზე უარი გითხრან და თვლიანი სამკაულის შეფასებისას მხოლოდ ოქროს ღირებულება დაგითვალონ.

რიკოში თქვენი ნივთი დაზღვეულია

რაც მთავარია, რიკო ექსპრესში ჩაბარებული უკლებლივ ყველა ნივთი დაზღვეულია LLOYD'S-ის საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფში. დაზღვევის პირობები გულისხმობს ისეთ გაუთვალისწინებელ მოვლენებსაც, როგორიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები და ომი.

მარტივი გადახდა

ზოგადად რიკო ექსპრესს ძალზე სწრაფი და მარტივი გადახდის სისტემა აქვს, ბუნებრივია არც მოხერხებული ლომბარდია გამონაკლისი. რიკოს გადახდის სისტემით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ჩვენი ვებ-გვერდით - ricoonline.ge, ასვე რიკო ექსპრესის, თიბისი ფეისა და საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით.

სესხის დაფარვა შესაძლებელია საქართველოსა და თიბისი ბანკის ონლაინ და მობაილ ბანკინგის მეშვეობითაც.

24-საათიანი ლომბარდი

დაბოლოს, რიკო ექსპრესის ნებისმიერი ფილიალი მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში.სალომბარდე სესხის გარდა, ჩვენთან ისარგებლოთ ყველაზე სწრაფი, იაფი და მოხერხებული ფულადი გზავნილებით, ასევე ქვეყანაში საუკეთესო ვალუტის კურსით.

Other articles Full archive