17 მაისიდან, ქვეყანაში COVID-19-თან დაკავშირებული გადაადგილების შეზღუდვის ვადების ცვლილების პარალელურად იცვლება "რიკო ექსპრესის" სამუშაო განრიგი.
ამიერიდან "რიკო ექსპრესის" ფილიალებში მომსახურების მიღება ყოველდღე დილის 5 საათიდან საღამოს 11 საათამდე იქნება შესაძლებელი.
მოგახსენებთ, რომ "რიკო ექსპრესი" მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლების ინტერესებს, სწორედ ამიტომ ჩვენი მომსახურება თავისუფალი გადაადგილების დროს ყოველთვის ხელმისაწვდომია, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის შემდეგ კი ტრადიციულ 24 საათიან რეჟიმს დავუბრუნდებით.