მოგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, 28 ნოემბრიდან ამოქმედდება მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.
აღნიშნული შეზღუდვების გამო შეიცვლება „რიკო ექსპრესის“ ყოველდღიური გრაფიკი და 24 საათიანი მომსახურების მაგივრად, კომპანიის ფილიალები იმუშავებს დილის 5 საათიდან საღამოს 8:50-მდე.
აქვე მოგახსენებთ, რომ „რიკო ექსპრესი“ უწყვეტად განაგრძობს სესხებისა და თამასუქების გაცემას, ასევე ფულადი გზავნლების მომსახურებას როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის მასშტაბით.
„რიკო ექსპრესი“ გისურვებთ ჯანმრთელობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს ქვეყანას მშვიდობა მალე დაუბრუნდება.