ვისესხო თუ შევაგროვო? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

საფინანსო

ვისესხო თუ შევაგროვო?

...

ვისესხო თუ შევაგროვო - ეს დილემა სწორედ მაშინ ჩნდება, როცა სასურველი შენაძენისთვის საკმარისი თანხა არ მოგვეპოვება. გადაწყვეტილებას სხვადასხვა ფაქტორს ვითვალისწინებთ - გააჩნია რას ვყიდულობთ, რა ღირს, უნდა შევაფასოთ ჩვენი ბიუჯეტი და რისკების - რეალურად გადაწყვეტილების მისაღებად ეს ფაქტორები სრულიად საკმარისია. 

ოდესღაც ადამიანები მონადირე-შემგროვებლები ვიყავით. მაშინ კარგად ვიცოდით, რომ ცხოველი როგორც კი შეგვხვდებოდა მაშინვე უნდა მოგვენადირებინა, ხოლო ფიჩხები და სოკოები საგულდაგულოდ უნდა შეგვეგროვებინა. სესხი და დანაზოგი დაახოებით იგივე პრინციპზეა, სადაც სესხი ნადირობაა, დაზოგვა - კი შეგროვება. 

სესხს სწორედ მაშინ ვიყენებთ, როცა პროდუქტი სწრაფად, დროულად გვჭირდება - დაკარგული დრო კი გაშვებული შანსია, რაც შეეხება შეგოვებას, ამ დროს არსად არ გვეჩქარება, წინასწარ ვიცით, რომ ცეცხლი დასანთებია და თადარიგს გაცილებით ადრე ვიჭერთ.

ანამ ფულის მობილიზებას დავიწყებთ, პირველ რიგში პროდუქტი უნდა ავარჩიოთ.  სწორედ პროდუქტი არის ფულის შეგროვების და სესხის აღების მთავარი მოტივაცია. ბუნებრივია ყოველდღიური პროდუქტისთვის სესხება-შეგროვების ანალიზს არ ვაკეთებთ, ამისთვის თანხა ისედაც გათვალისწინებული გვაქვს, თუმცა საშუალო და ძვირადღირებული ნივთებისთვის გაცილებით მეტი გვაქვს საფიქრი.

რაც უფრო ძვირია პროდუქტი, მით უფრო მეტია სესხის საჭიროებაც. განსაკუთრებით მაშინ, როცა პროდუქტი დროულად გვჭირდება. მთელი წელი უტელეფონოდ სიარულს, ცოტა მეტის გადახდა და შესაფერისი ტელეფონის ყიდვა ჯობია, მაგრამ იგივეს ვერ იტყვი ფოტოაპარატზე, ან საათზე.

ყველაფერს თავის პლიუს-მინუსები აქვს. მაშინ, როგორც წესი სესხის აღებისას ჯამში უფრო მეტი თანხის გადახდა გვიწევს, ვიდრე ფულის შეგროვებისას, სამაგიეროდ ნივთს მაშინვე ვიღებთ, როცა გვჭირდება, გაუთავებელი ლოდინის და ლარ-ლარ შეკოწიწებების გარეშე.

რაც უფრო მეტია ფასი, მით მეტია შესაგროვებელი დრო.

თუ სახლის ყიდვას აპირებთ, საკმარის თანხის შეგროვებას წლები დასჭირდება, როცა სესხის შემთხვევაში მთელი ეს დრო კეთილმოწყობილ ბინაში იცხოვრებდი და ვალს პარალელურად გაისტუმრებდი. რემონტისთვის, შვილის სწავლისთვის, ზაფხულისთვის და ყველა იმ პროდუქტებისთვის, რომელთა საჭიროებაც წინასწარ ვიცით, შეგროვება ძალზე სარფიანი გამოსავალია. ამ დროს თავიდან ვირიდებთ დამატებით რისკებს და ვალდებულებებს. იმ შემთხვევაში, თუ სასურველ თანხის მოგროვებას ვერ ახერხებთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიატ დარჩენილი ოდენობის სესხით შევსება. 

საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია, ჩვენ კი მაქსიმალურად დაგეხმარებით რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოთ. თუ ფულის შეგროვებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაეცანით ჩვენს ბლოგს, რაც შეეხება სეხს, აქვე შეგახსენებთ, რომ რიკოში საუკეთესო პირობები გვაქვს სალომბარდე სესხისთვის.

Other articles Full archive