მოგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო „რიკო ექსპრესში“ იპოთეკური სესხების გაცემა შეჩერებულია. აღნიშნული შეზღუდვა მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოქმედებს და პანდემიის დასრულებამდე გაგრძელდება. ასევე გაცნობებთ, რომ იპოთეკური სესხი არის „რიკო ექსპრესის“ ერთადერთი პროდუქტი, რომელიც პანდემიის გამო შეიზღუდა. კომპანია კვლავ აგრძელებს უწყვეტ, 24 საათიან მომსახურებას კვირის ნებისმიერ დღეს. შესაბამისად, „რიკო ექსპრესი“ შეუფერხებლად გასცემს როგორც სალომბარდო სესხებს, ასევე თამასუქებსა და შეუფერხებლად მუშაობს ფულადი გზავნილების საერთაშორისო და საქალაქთაშორისო გზავნილების სიტემა.
რიკო ექსპრესი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობას, კომპანია ზედმიწევნით ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისა და ჯანმოს რეკომენდაციებს. საბრძოლველად „რიკო ექსპრესის“ ფილიალებში დაიწყო გარე სალაროების დამონტაჟება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის გადადების რისკი.
გისურვებთ ჯანმრთელობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს ქვეყანას მშვიდობა მალე დაუბრუნდება!