რატომ არის ოქროს თამასუქი ყველაზე სანდო პროდუქტი? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

თამასუქი

რატომ არის ოქროს თამასუქი ყველაზე სანდო პროდუქტი?

...

“რიკო ექსპრესი” უკვე 12 წელია მომხმარებელს თავაზობს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და უნიკალურ პროდუქტს - „ოქროს თამასუქს“, რომელიც წლებია მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
 
„ოქროს თამასუქი“ არის „რიკო ექსპრესის“ მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალსარგებლიანი პირობებით გამოირჩევა. აღნიშნული პროდუქტი პირველად ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ კი მყარად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და რჩება ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მყარ და მომგებიან პროდუქტად.
 
„ოქროს თამასუქის“ წარმატება „რიკო ექსპრესის“ მრავალწლიანმა გამოცდილებამ და ორგანიზაციის სტაბილურმა ზრდამ განაპირობა. ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, დროთა განმავლობაში უფრო მეტად გამყარდა თამასუქისადმი ნდობა და შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნაც.

ორგანიზაციის სტაბილურობა თამასუქის მომგებიანობის პროპორციულია

„რიკო ექსპრესის“ ნდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამჭვირვალე, სანდო და სტაბილური ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც წარმატებით უმკლავდება ნებისმიერ დაბრკოლებას. მაგალითად წელს, კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, „რიკო ექსპრესმა“ წარმატებით შეინარჩუნა დადებითი ბალანსი და მეტიც, მიმდინარე წლის აგვისტოს თვის მონაცემების მიხედვით, ორგანიზაციის წმინდა მოგებამ 16,720,160-ლარი შეადგინა.

2015 წლიდან „რიკო ექსპრესი“ თანამშრომლობს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიასთან - „ერსთ ენდ იანგთან“ (Ernst & Young), რაც დამატებით ზრდის ორგანიზაციის სანდოობას და სტაბილურობას, „რიკო ექსპრესის“ ფინანსური დოკუმენტები კი ყოველთვიურად ქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე. ყოველივე ხსენებულის ფონზე, „რიკო ექსპრესი“ არის გამჭვირვალე, სანდო და სტაბილური ორგანიზაცია.

„ოქროს თამასუქის“ ყიდვა არის სტაბილური და მაღალსარგებლიანი ინვესტიცია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რიკო ექსპრესი გასცემს ორი ტიპის - ღია და დახურულ თამასუქს.  ღია თამასუქის დროს, ფასიანი ქაღალდის მიმღებს თანხის გატანა შეუძლია ნებისმიერ დროს, ხოლო დახურული თამასუქის შემთხვევაში კი, მხოლოდ დოკუმენტის გაცემიდან 1 წლის შემდეგ. რაც შეეხება საპრცენტო განაკვეთს, „ოქროს თამასუქის“ საპროცენტო სარგებელი შემდეგნაირია:

  • ღია თამასუქისთვის - ლარში 3 თვის ვადით 8% (ეფექტური 8,3%), ხოლო დოლარში 1 წლის ვადით 3% (ეფექტური 3%);
  • დახურული თამასუქისთვის კი, ლარში 3 თვის ან 1 წლის ვადით 11%(ეფექტური 11.6%), დოლარში 3 თვის ან 1 წლის ვადით  7% (ეფექტური 7.2%), ევროში 4.5% (ეფექტური 4.6%)

 
„ოქროს თამასუქის“ მინიმალური ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს, ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ხოლო მაქსიმალური ლიმიტი არ არის დადგენილი.
 
იმისათვის, რომ გაიგოთ, ზუსტად რა სარგებელს მიიღებთ „ოქროს თამასუქით“ სარგებლობისას, იხილეთ „რიკო ექსპრესის“ თამასუქის კალკულატორი, მიუთითეთ სასურველი თანხა და მონიშნეთ თამასუქის პირობები. თამასუქის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ჩვენი ვებგვერდის თამასუქის გვერდს და გაეცანით საქართველოს კანონს თამასუქის შესახებ, ასევე იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვების გვერდ.


 

Other articles Full archive