კორონავირუსთან საბრძოლველად, "რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭო აქტიურად განიხილავს თანამშრომლების ვაქცინაციის საკითხს. მიმდინარე წლის ივლისიდან მოყოლებული ორგანიზაციამ დაიწყო აცრილი თანამშრომლების ფინანსური წახალისების პროგრამა, ხოლო უახლოეს მომავალში ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის აცრა სავალდებულო გახდება.
დღეს "რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლაშა ნიკოლეიშვილი, Facebook-ზე გამოეხმაურა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, განცხადებას, რომლის თანახმადაც დამსაქმებლის მიერ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნა არ წარმოადგენს დისკრიმინაციას და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაშია.
სახალხო დამცველის განცხადებით, მათ საფუძვლიანად შეისწავლეს აღნიშნული საკითხი როგორც საერთაშორისო გამოცდილების, ასევე ეროვნული ნანონმდებლობის თვალსაზრისით:
"სახალხო დამცველმა საფუძვლიანად შეისწავლა როგორც უახლესი საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ეროვნული კანონმდებლობა ადამიანის უფლებების ჭრილში და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში როგორიცაა - ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური - კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ, ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას.
ვინაიდან დამსაქმებლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისათვის არ იქნება დისკრიმინაციული, მათი სათანადო დასაბუთების პირობებში. შესაბამისად, დამსაქმებლებს, ასევე მომსახურების გამწევს პირებს უფლება აქვთ დასაქმებულს ან მომხმარებლებს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარმოდგენა. აღნიშნული წესები უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლისებს (მაგალითად, სამედიცინო ცნობა ვაქცინაციის მიზანშეუწონლობის თაობაზე) ასევე, გონივრული მისადაგების ღონისძიებებს."
შეგახსენებთ, რომ "რიკო ექსპრესი" აქტიურად იღებს ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ზომებს. 2020 წლიდან მოყოლებული ორგანიზაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა საოფისე ინფრასტრუქტურა, შიდა სივრცეში ახლო კონტაქტის თავიდან ასარიდებლად დამონტაჟდა გარე სალაროები. ამასთან, ორგანიზაცია პერიოდულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას, ინფიცირების შემთხვევაში კი თანამშრომლებს უწევს ფინანსურ მხარდაჭერას.
გაცნობებთ, რომ "ოქროს თამასუქით" სარგებლობისას დოლარში დახურულ თამასუქზე საპროცენტო სარგებელი გაიზარდა და 7% გახდა (ეფექტური
სრულადჩვენი 27 წლიანი გამოცდილება თქვენი წარმატების გარანტიაა. დააბანდეთ თანხა უსაფრთხოდ და სარფიანად სარგებელი 1 წლიანი (3 თვის ვადით)
სრულადთამასუქის სრული თანხის გატანა 3 თვეშია შესაძლებელი. აქვე გაცნობებთ, რომ ოქროს თამასუქის მომხმარებელს საპროცენტო სარგებელის მიღება
სრულად