2020 წელი ქართულ საფინანსო სექტორს განსაკუთრებით მძიმედ დააწვა, თუმცა არსებული დაბრკოლებების მიუხედავად „რიკო ექსპრესმა“ სწორი მართვა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აჩვენა, რაც კომპანიის დადებითი ბალანსსა და ვირუსთან ბრძოლის არაერთ პროექტში აისახა.
როგორ უმკლავდება „რიკო ექსპრესი“ ვირუსის გავრცელებას?
„რიკო ექსპრესის“ წარმატების საიდუმლო წინდახედული პოლიტიკა, სწრაფი რეაგირება და დროული მოქმედებები გახლდათ. ვირუსის წინააღმდეგ ზომების მიღება „რიკო ექსპრესმა“ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაიწყო, მაშინ, როცა აღნიშნული ზომები ოფიციალურად ჯერ შემოღებული არ იყო. თავდაპირველად კომპანიამ დაიწყო საოფისე სივრცის რეგულარული დეზინფექცია, თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახადა პირბადისა და ხელთათმანების ტარება, ხოლო მოგვიანებით ორგანიზაციამ საოფისე ინფრასტრუქტურა სრულიად შეცვალა, პანდემიის მეორე ტალღისთვის რიკო ექსპრესის ფილიალების 80%-ში მომსახურებამ გარე სალაროებში გადაინაცვლა, რითაც დახურულ სივრცეში ვირუსის გადადების ალბათობა მნიშვნელოვნად შეამცირა.
როგორ იცავს რიკო თანამშრომლებსა და მომხმარებლებს?
საქართველოში ვირუსის დაფიქსირებისას კომპანიამ, მიზნად დაისახა მომხმარებლებისა და თანამშრომლების დაცვა. ფულთან რეგულარული შეხების და მომხმარებლების დიდი ოდენობის გამო „რიკო ექსპრესის“ თანამშრომლები ინფიცირების განსაკუთრებით მაღალ რისკს წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ პირველი ორი თვის განმავლობაში, ხელფასის სრული შენარჩუნებით „რიკო ექსპრესმა“ სამსახურებრივი პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლა თანამშრომელთა დაახლოებით 60%, ხოლო რისკ ჯგუფები: მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე, დაინფიცირებული ან ინფიცირებულების კონტაქტი თანამშრომლები დავითხოვეთ სამსახურიდან პანდემიის დასრულებამდე, რითაც თავიდან აარიდა ვირუსთან დაკავშირებული გართულებები. რაც შეეხება კოვიდ-დადებით თანამშრომლებს, კომპანიამ დანერგა ინფიცირებული თანამშრომლებისთვის 1000 ლარიანი მხარდაჭერის პროგრამა, რათა დახმარებოდა მათ რეაბილიტაციაში და თვითიზოლაციისთვის საჭირო სივრცის, ასევე პროდუქტების უზრუნველყოფაში. აღნიშნული პროგრამით დღესდღეობით ისარგებლა კომპანიის 70-მა თანამშრომელმა. გარდა ამისა, „რიკო ექსპრესმა“ ინფიცირებული თანამშრომლებისთვის ასევე შეიძინა სატურაციის აპარატები, რათა დახმარებოდა სხეულში ჟანგბადის შემცველობის შემოწმებაში. გარდა ამისა, „რიკო ექსპრესი“ დღემდე რეგულარულად ატარებს თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირებას.
შეღავათიანი პირობები მომხმარებლებს
პრევენციის ზომების გარდა, წელს „რიკო ექსპრესმა“ თავი მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკითაც დაგვამახსოვრა. ის იყო პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც აპრილის თვეში სამი თვის ვადით სესხების გადავადების ინიციატივა გამოთქვა, ხოლო აღნიშნული პროგრამის ამოწურვის შემდეგ, სესხის რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიდგომა, რომლით სარგებლობაც მომხმარებლისთვის დღემდე შესაძლებელია. სესხის რესტრუქტურიზაციის პროგრამის მიზანი იმ მომხმარებლის ინტერესების დაცვაა, რომელთაც კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავალი და შესაბამისად გაურთულდათ ვალდებულების დაფარვა. საერთო ჯამში სესხის გადავადების პროგრამით „რიკო ექსპრესის“ მომხმარებლების დაახლოებით 80%-მა ისარგებლა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ორგანიზაციის ინიციატივა იყო მომხმარებელზე ორიენტირებული დროულად გადადგმული ნაბიჯი.
სოციალური პასუხისმგებლობა
„რიკო ექსპრესისგან“ კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ფაქტორი გახლდათ პანდემიის დროს გამოვლენილი სამაგალითო სოციალური პასუხისმგებლობა. აპრილის თვიდან მოყოლებული „რიკო ექსპრესი“ ყოველთვიურად ეხმარება საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ნაწილს - 2020 წლის მარტიდან მოყოლებული კომპანია მხარში უდგას სათნოების სახლ “კათარზისს”, რაც გამოიხატა სათნოების სახლის ანგარიშზე გადარიცხული 2 975 ლარით 8 თვის განმავლობაში (ჯამში 23 800 ლარი), კომპანია ასევე დაეხმარა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, კორონავირუსთან საბრძოლველად კი „რიკო ექსპრესმა“ „STOPCOV ფონდში“ გადარიცხა 300 000 ლარი, ხოლო „მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსთან დაკავშირებულ დახმარების ფონდში“ კი 10 000 ლარი.
საბოლოო ჯამში, პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი დაბრკოლებების ფონზე - რიკო ექსპრესმა ერთდროულად აჩვენა ორგანიზაციული სტაბილურობა და სამაგალითო სოლიდარობა, როგორც მომხმარებლებისა და თანამშრომლების, ასევე საზოგადოების განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, კომპანიამ შეინარჩუნა ბაზრის წამყვანი პოზიციები და გადადგა თამამი ნაბიჯები ვირუსის დასამარცხებლად.
„რიკო ექსპრესი“ გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს და გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და ბედნიერებას!
გაცნობებთ, რომ "ოქროს თამასუქით" სარგებლობისას დოლარში დახურულ თამასუქზე საპროცენტო სარგებელი გაიზარდა და 7% გახდა (ეფექტური
სრულადჩვენი 27 წლიანი გამოცდილება თქვენი წარმატების გარანტიაა. დააბანდეთ თანხა უსაფრთხოდ და სარფიანად სარგებელი 1 წლიანი (3 თვის ვადით)
სრულადთამასუქის სრული თანხის გატანა 3 თვეშია შესაძლებელი. აქვე გაცნობებთ, რომ ოქროს თამასუქის მომხმარებელს საპროცენტო სარგებელის მიღება
სრულად