ახალ წელს ყველა გულმოდგინედ ველოდებით. საახალწლო სიმღერების, მორთული ნაძვის ხის და ფეიერვერკების ფონზე ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები იქმნება ხოლმე, ჩვენც ყოველთვის მზად ვართ ამ ბედნიერი წუთების გასაზიარებლად.
ფინანსური საკითხები საახალწლო სამზადისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში რიკოს იმ სერვისებზე ვისაუბრებთ, რომლებიც საახალწლოდ განსაკუთრებით გამოგადგებათ.
ყველა ოჯახს ჰყავს თავის სანტა, რომელიც ხშირად სხვა ქალაქში, ან საერთოდ სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. არ გაგიკვირდეთ, რომ ხშირად სანტას საჩუქრების გაგზავნაში ჩვენც ვეხმარებით.
საახალწლოდ „რიკო ექსპრესის“ ფულადი გზავნილები განსაკუთრებით მოთხოვნადია. ეს ეხება როგორც საერთაშორისო ფულადი გზავნილების ქსელებს: MoneyGram, Zolotaya Korona, Western Union, Unistream, Ria, Contact, Welsend, PrivatMoney და Sigue, ასევე „რიკო ექსპრესის“ ფულადი გადარიცხვების სისტემას - „რიკოგრამს“.
ჩვენი საახალწლო გზავნილები მთელს მსოფლიოს და სრულიად საქართველოს ფარავს.
საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით რიკოს მეშვეობით ფულის მიღება ძალზე იაფი და მარტივია.
„რიკოგრამის“ ქსელი კი, გთავაზობთ საუკეთესო ფულად გზავნილებს ისრაელიდან იტალიიდან ესპანეთიდან და საბერძნეთიდან, ასევე საქალაქთაშორისო გზავნილებს საქართველოს თითქმის ყველა დიდი ქალაქის მიმართულებით.
არ აქვს მნიშვნელობა ახალი წლისთვის ფულს უცხოურ ვალუტაში ინახავდით, ფულს აგზავნით თუ იღებთ. ვალუტის გადაცვლა მაღალი კურსით ყოველთვის მომგებიანია.
სწორედ ამიტომ, რიკოს საახალწლო სიაში ვალუტის კურს განსაკუთრებული ადგილი უკავია. არ აქვს მნიშვნელობა ყიდულობ თუ ყიდი, ჩვენთან ყოველთვის საუკეთესო კურსებია და არც ახალი წელია გამონაკლისი!
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საახალწლოდ ხარჯებიც ბევრი გვაქვს. დეკორაციები, საჩუქრები, საახალწლო სუფრა... სალომბარდე სესხი ნებისმიერი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებაში დაგეხმარებათ.
შეაფასეთ ოქროს ვერცხლის და ბრილიანტის ნივთები ყველაზე მაღალ ფასად და ისარგებლეთ „რიკო ექსპრესის“ ლომბარდის ყველაზე მოხერხებული მომსახურებით.
ახალ წელს ხშირად ვმოგზაურობთ, მივდივართ სოფლებში, სამთო კურორტებზე... ასეთ დროს ლომბარდით სარგებლობა არაერთ პრობლემასთან არის დაკავშირებული. თქვენი საახალწლო არდადეგებისთვის მოხერხებული ლომბარდი საუკეთესო გამოსავალია.
მოხერხებული ლომბარდით სარგებლობისას სესხის დაფარვისას კუთვნილ ნივთს სასურველი ქალაქის ფილიალში დაიბრუნებთ. ასე რომ თუ შვებულებისას სხვა ქალაქში აიღებთ სესხს, დაფარვისას ნივთს თქვენ საცხოვრებელ ქალაქში ჩამოგიტანთ, ხოლო თუ სხვა ქალაქში ყოფნისას დაასრულებთ გადახდას, მაგ შემთხვევაშიც იმ ფილიალში მოგიტანთ, რომელიც თქვენთან ყველაზე ახლოს იქნება.
რიკოს საახალწლო მომსახურების მთავარი ამბავი მაინც ყოველდღიური, უწყვეტი მომსახურებაა. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, მათ შორის არც ახალი წელი არის გამონაკლისი. თუ არ გჯერათ, გვესტუმრეთ და ჩვენთან ერთად შეხვდით ახალ წელს.