ოქროს შეფასება „რიკო ექსპრესში“ | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

ოქროს შემოწმება

ოქროს შეფასება „რიკო ექსპრესში“

...

ოქროთი სესხის უზრუნვეყოფისას ოქროს ხარისხის შემოწმება აუცილებელია. ხშირად არაკეთილსინდისიერი ხელოსნები ოქროს ნივთებში სპილენძს და სხვა მინარევების გამოყენებით ნივთში ოქროს შემცველობას ამცირებენ, ხოლო ამის შესახებ ნივთის მფლობელმა შესაძლოა არც კი იცოდეს. 

მრავალწლიანი გამოცდილების ფარგლებში „რიკო ექსპრესს“ არაერთხელ ჰქონია ყალბ ნივთებთან შეხება. ხშირად არაკეთილსინდისიერ მომხმარებლებს სპეციალურად შემოაქვთ ყალბი ნივთები და კომპანიას მიზანმიმართულად აყენებენ ზარალს. სწორედ ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად „რიკო ექსპრესი“ ნერგავს უმაღლესი დონის შეფასების მეთოდებს, რათა ზუსტად დადგინდეს ოქროს ხარისხი. ამ ბლოგში სწორედ ამ მეთოდებზე გიამბობთ. 

ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტრადიციული მეთოდი არის ეგრეთ წოდებული „ჩახერხვა“. ამ დროს ექსპერტი მიკროსახერხის დახმარებით ღრმად შედის ნივთში და ამოწმებს შიგთავსის ხარისხს. „ჩახერხვის“ ყველაზე დიდი ნაკლი ნივთის დაზიანებაა. სწორედ ამიტომ აღნიშნულ მეთოდს ვიყენებთ მხოლოდ მაშინ, როცა ეს ხარისხის დადგენის ერთადერთი საშუალებაა - ასეთ დროს მომხმარებელს წინასწარ ვუთანხმდებით პროცედურის ჩატარებაზე, რაც ხელშეკრულებაშიც მკაფიოდ ფიქსირდება. ამასთან, ნივთის დაბრუნებისას მომხმარებელს ვთავაზობთ ოქროს აღდგენის სერვისს, რაც ძალზე სწრაფი და მარტივი ოპერაციაა.

რიკო ექსპრესი რიკო კრედიტი ხაშური სესხი ხაშურში მიკროსაფინანსო ხაშურში ქართლში ბორჯობში სურამში როგორ ავიღოთ სესხი ფილიალი ფილიალში ხაშურის ფილიალი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, “რიკო ექსპრესი ცდილობს თავიდან აირიდოს „ჩახერხვის“ პრაქტიკა და დაამკვიდროს ხარისხის შემოწმების თანამედროვე მეთოდები. 2019 წელს „რიკო ექსპრესმა“ შეიძინა ოქროს შემფასებელი წყლის სასწორები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 200 000 ლარი შეადგინა. მას შემდეგ „რიკო ექსპრესი“ მარტივად, ნივთის დაზიანების გარეშე ადგენს უმაღლესი სინჯის - მქონე ოქროს ბეჭდებისა და მონეტების ხარისხის. თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ რიკო არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ოქროს დადგენის ამ მეთოდს იყენებს. 
    
რაც შეეხება შედარებით რთული ფორმის და დაბალი ხარისხის ოქროს ნივთებს ვერ ზომავს, სწორედ ამიტომ, 2021 წლიდან უფრო თანამედროვე და ზუსტი მეთოდის დანერგვას ვგეგმავთ. მომავალი წლიდან რიკო ექსპრესი დაიწყებს ოქროს ლაზერულ შემოწმებას, აღნიშნული დანადგარის ღირებულება 60 000 ლარამდეა და ის რიკო ექსპრესის ცენტრალურ ფილიალში განთავსდება და საშუალებას მოგვცემს მათემატიკური სიზუსტით გავზომოთ ნებისმიერი ნივთის ხარისხი, „ჩახერხვის“ მეთოდი კი სულ მალე წარსულ ჩაბარდება. 

ოქროს ლაზერული საზომი, ოქროს შემოწმება ოქროს შემმოწმებელი, როგორ შევამოწმო ოქროს ხარისხო, ოქროს სინჯი

 

 

 

 

 



ყველა ზემოხსენებული მიზეზის გათვალისწინებით, სესხის ოქროთი უზრუნველყოფისას „რიკო ექსპრესი“ არის საქართველოში ყველაზე დაცული და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ერთი მხრივ, თავიდან ავირიდოთ ფალსიფიკაცია, ხოლო, მეორე მხრივ, მომხმარებელს უვნებლად დავუბრუნოთ კუთვნილი ძვირფასეულობა. ამას გარდა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ოქროს შეფასების ყველაზე მაღალ ფასებს და საუკეთესო სალომბარდე პირობებს ფარული ხარჯებისა და დამატებითი გადასახადების გარეშე. სალომბარდე სესხის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ რიკო სტანდარტის გვერდი და გაეცანით ჩვენს რჩევებს. ხოლო თუ ოქროს შემოწმებას სახლის პირობებში აპირებთ, მაშინ ეს ბლოგი დაგაინტერესებთ.

სხვა სტატიები სრული არქივი